სერვერები საქართველოში

ქართული ჰოსტინგი, VPS და VPN —
სწრაფი და საიმედო

ყველა სერვერი განთავსებულია საქართველოში — მინიმალური დაყოვნება ქართველი მომხმარებლებისთვის, მონაცემები ქვეყნის შიგნით და ქართული მხარდაჭერა.

GEქართული დატაცენტრი
ლოკალურიდაბალი დაყოვნება
24/7მონიტორინგი
სერვისები

ყველაფერი, რაც თქვენს პროექტს სჭირდება

აირჩიეთ სერვისი — დანარჩენს ჩვენ მივხედავთ

ფასები

გამჭვირვალე ფასები, ფარული ხარჯების გარეშე

გადახდა ბალანსიდან, გაუქმება ნებისმიერ დროს

იტვირთება...
რატომ ActiviHost

შექმნილია სიჩქარისა და უსაფრთხოებისთვის

სერვერები საქართველოში

ქართული დატაცენტრი — მონაცემები რჩება ქვეყანაში, საიტი ქართველებისთვის იხსნება მყისიერად.

NVMe სიჩქარე

სწრაფი დისკები და თანამედროვე პროცესორები ყველა პაკეტში.

უსაფრთხოება

უფასო SSL, ფაირვოლი, ორფაქტორიანი ავტორიზაცია კაბინეტში.

წამიერი გააქტიურება

VPS, ჰოსტინგი და VPN ავტომატურად იქმნება გადახდისთანავე.

ერთი კაბინეტი

ფაილები, სერვერის მართვა, VPN კონფიგი და გადახდები — ერთ ადგილას.

24/7 მონიტორინგი

სერვერებს ვაკვირდებით მუდმივად და პრობლემას თქვენზე ადრე ვხედავთ.

ქართული მხარდაჭერა

მხარდაჭერის ბილეთები კაბინეტიდან და ტელეფონით.

გადახდა

გადაიხადეთ, როგორც გსურთ

ბალანსი ივსება კლიენტის ID-ით — სერვისები ავტომატურად ჩაირთვება

🏧

აპარატით

TBC Pay და ლიბერთის სწრაფი გადახდის აპარატები მთელ საქართველოში. ჩაირიცხება მყისიერად.

💳

ბარათით ონლაინ

tbcpay.ge ან TBC Pay აპლიკაცია — ნებისმიერი ბანკის Visa / Mastercard ბარათით.

🏦

საბანკო გადარიცხვით

შექმენით ინვოისი კაბინეტში და გადაიხადეთ ნებისმიერი ბანკიდან — იდეალურია კომპანიებისთვის.

მზად ხართ დასაწყებად?

ქართული ინფრასტრუქტურა, ქართული მხარდაჭერა — დარეგისტრირდით წუთში.

ანგარიშის შექმნა →
კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

სად არის განთავსებული სერვერები?

ყველა სერვერი ფიზიკურად საქართველოშია. ეს ნიშნავს მინიმალურ დაყოვნებას ქართველი მომხმარებლებისთვის, მონაცემების ქვეყნის შიგნით შენახვას და ქართულენოვან მხარდაჭერას.

როგორ ხდება გადახდა?

სამი გზით: აპარატით (TBC Pay, ლიბერთი), ბარათით ონლაინ (tbcpay.ge) ან საბანკო გადარიცხვით — კაბინეტში შექმნილი ინვოისით. ყველგან მიუთითეთ თქვენი კლიენტის ნომერი (ID). სერვისის საფასური ბალანსიდან ავტომატურად ჩამოიჭრება.

შემიძლია კომპანიის სახელზე ინვოისით გადახდა?

დიახ — კაბინეტში „ბალანსი და გადახდები“ → „ინვოისის შექმნა“. ინვოისზე იქნება ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და თქვენი კომპანიის მონაცემები; შეგიძლიათ დაბეჭდოთ ან შეინახოთ PDF-ად.

რამდენ ხანში გააქტიურდება სერვისი?

VPS, ჰოსტინგი და VPN იქმნება ავტომატურად, შეკვეთიდან რამდენიმე წუთში.

რა ხდება, თუ დროულად არ გადავიხდი?

ვადის გასვლის შემდეგ მცირე საშეღავათო პერიოდია, შემდეგ სერვისი დროებით ჩერდება. მონაცემები არ იშლება — გადახდისთანავე ყველაფერი ავტომატურად აღდგება.

შემიძლია ჩემი საიტის ფაილების მართვა?

დიახ — კაბინეტში არის ფაილ-მენეჯერი (ატვირთვა, რედაქტირება, წაშლა), ასევე SFTP და მართვის პანელი.

VPS-ზე როგორ დავუკავშირდე?

კაბინეტში ნახავთ სერვერის IP-ს, საჯარო მისამართს და პორტს, მომხმარებელს და პაროლს SSH-ით შესასვლელად.

კაბინეტი დაგვიკავშირდით კითხვები და დახმარება